Sunday, April 3, 2016



american koker-spaniel
 ამერიკული კოკერ–სპანიელი გამოიყვანეს ამერიკაში მე–19 საუკუნეში და მან უმოკლეს დროში მიიქცია დიდი ყურადღება. ამერიკული კოკერ–სპანიელი წარმოიშვა ინგლისური კოკერ–სპანიელისგან. 1946 წელს ამერიკული კოკერ–სპანიელი დამოუკიდებელ ჯიშად აღიარეს.

ჯიშის აღწერა

  კოკერ–სპანიელი არის ძლიერი კომპაქტური ძაღლი კარგად განვითარებული მუსკულატურით. აქვს მრგვალი თავი, გრძელი დაბლა დასმული ყურებით. ბეწვი ხშირი და გრძელი. შეფერილობა შავი, ჩალისფერი, ორმაგი შეფერილობით, დასაშვებია ნებისმიერი ერთიანი შეფერილობა. მისი ბეწვი განსაკუთრებულ მოვლას მოითხოვს.

ხასიათი

 ამერიკული კოკერ–სპანიელი არის ძალიან დამჯერი, ერთგული, მხიარული, ადვილად ეგუება ნებისმიერ პირობებს. კარგად ეგუებიან ბავშვებს. არიან ძალიან აქტიურები და ესაჭიროებათ მინიმუმ დღეში ორჯერ ხანგრძლივი სეირნობა.

დანიშნულება

 ამერიკული კოკერ–სპანიელი მონადირე ძაღლია მაგრამ ამ მიზნით მას მხოლოდ ამერიკაში იყენებენ. დანარჩენ მსოფლიოში ის მხოლოდ დეკორატიული ძაღლია.

hasky
 ციმბირული ჰასკი (რუს. Сибирский хаски) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია რუსეთში უძველეს ხანაში.
   ციმბირულ ჰასკის მომთაბარე ესკიმოსები მარხილში შესაბმელად იყენებდნენ. XIX საუკუნეში ის ვაჭრებმა დაინახეს და 1909 წელს რამდენიმე ძაღლი აშშ_ში ჩაიყვანეს. ელეგანტური ციმბირული ჰასკი სხვა შესაბმელ ძაღლებთან შედარებით პატარაა. შპიცის სხვა სახეობების მსგავსად ის იშვიათად ყეფს (ისევე როგორც მგელი).             ჰასკი ძალიან პოპულარულია კანადაში, აშშ-სა დაიტალიაში, მისი ბალნის ფერი შეიძლება მრავალფეროვანი იყოს, ის ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ძაღლებს შორის, რომლის თვალის ფერი შეიძლება იყოს ცისფერი, ყავისფერი, თხილისფერი ან ვარდისფერი.
     ციმბირული ჰასკი ღირსეული, კეთილი ძაღლია, შესანიშნავი კომპანიონია. ის ვერ ეგუება ქალაქის პირობებში ცხოვრებას, სჭირდება დიდი ფიზიკური დატვირთვა, კარგად იტანს სიცივეს. აქვს დაკუნთული, სწორი ფეხები, საშუალო ზომის სამკუთხა ყურები, კუდი დამძიმებულია სქელი ბალნით და ბეწვის ცვენის პერიოდში განსაკუთრებული მოვლა სჭირდება.